სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რადიო იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„რადიო იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო იმედმა“ Facebook-ზე გაავრცელა.

„მეგობრებო, „რადიო იმედის“ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი (COVID 19), რომელიც დაინფიცირდა შვილისგან, ის გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომელბთან კავშირი არ ჰქონია.

„რადიო იმედმა“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და პრევენციის მიზნით შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. ეპიდემიოლეგებისა და ინფექციონისტების თქმით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ არის უსაფრთხო და დაცული. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100