სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული "ღამის სტალკერები" საქართველოს ცაზე გამოჩნდებიან?

"სპეციალური ოპერაციების მე-160 საავიაციო (სადესანტო) პოლკი (Night Stalkers) ოც წელზე მეტია არსებობს პენტაგონის სტრუქტურაში, მაგრამ მან სახელი მსოფლიოში სწორედ წელს გაითქვა, როდესაც მათი დახმარებით საზღვაო ქვეითების სპეცრაზმმა პაკისტანში უსამა ბინ ლადენი მოკლა. უდავოა, სწორედ ბინ ლადენის სალიკვიდაციო ამერიკული სპეცოპერაციის შემდეგ მათი მიბაძვის სურვილი მოსკოვშიც გაუჩნდათ. ჩრდილოეთ კავკასიაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს მსგავსი სპეცდანიშნულების საავიაციო დანაყოფის ჩამოყალიბება. რუსი გენერლების გათვლით ასეთმა დანაყოფმა, რომელიც აღჭურვილი იქნება ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაბალ სიმაღლეზე (მათ შორის ხეობებში) უსაფრთხო და ზუსტი ფრენის აპარატურიანი შვეულმფრენებით, უნდა შეძლოს ФСБ-ს თუ ГРУ-ს სპეცრაზმების გადასროლა რუსეთის საზღვრიდან 200-300 კმ-ის რადიუსში სპეცოპერაციის ჩასატარებლად და შემდეგ მათი უკან გამოყვანა", - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით ამერიკელების მიბაძვით რუსები "ღამის სტალკერებს" ქმნიან.

"ჩრდილოეთ კავკასიაში ამ საშვეულმფრენო დანაყოფის განთავსების შემთხვევაში. ისინი უპრობლემოდ გადმოსხამენ ღამით დესანტს პანკისის ხეობაში, ხოლო თუკი ამ საავიაციო დანაყოფს გადმოისვრიან ჯავის ან ახალგორის ოკუპირებულ რაიონებში, მათი საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მათი საშუალებით რუსულ ГРУ-ს შეუძლია სპეცოპერაციები დაგეგმოს საქართველოს სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე შესატევად, მათ შორის - მარნეულისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე, თბილისის აეროპორტსა და თავად დედაქალაქზეც. ოკუპირებული ტერიტორიებიდან (ახალგორისა და გალის რაიონები) აფრენისას რუსული სპეცდანიშნულების შვეულმფრენები დაბალ სიმაღლეზე და შესაბამისად, ქართული ლოკატორებისგან შეუმჩნევლად, შეეცდებიან ღამით მოულოდნელად გადასხან სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები", - განმარტავს სტატიის ავტორი.

ჟურნალ "არსენალისა" და "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100