სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანანი, ორალური სექსი და ყელის კიბო

ეგვიპტური საიტის, „Bikya Masr“-ის ცნობით, მუსულმანთა მოძღვარმა - იმამმა აუკრძალა ქალებს ბანანთან და კიტრთან დამოუკიდებლად ურთიერთობა. იმამს მიაჩნია, რომ მსგავს პროდუქტებს შეუძლიათ ქალები აღძრან ურცხვი ფიქრებისა და ქმედებებისაკენ. იმისათვის, რათა მსგავსმა ხილ-ბოსტნეულობებმა ვნებიანი წადილი არ გაუღვივონ ქალებს, მათ მამებსა და ქმრებს ევალებათ, ისინი პატარ-პატარა ნაჭრებად დაანაწევრონ და ისე მიართვან მშვენიერთა სქესის წარმომადგენლებს.

თუ რა ფიქრების აღძვრა შეუძლია უწყინარ ბოსტნეულს, ეს საკითხი მკითხველის ფანტაზიას უნდა მივანდოთ, მაგრამ იმამის ასოციაციური აზროვნება რომ შორს არ არის საკუთარ სამწყსოზე მზრუნველობისაგან, ამაში დღევანდელი ევროპელებისა და ამერიკელების მაგალითზე დავრწმუნდებით:

ყელისა და პირის ღრუს კიბოს სიმსივნეები ადრე დიაგნოსცირებული იყო ძირითადად მწეველ და მსმელ ჭარმაგ მამაკაცებში. უკანასკნელ ხანებში მსგავსი დაავადებები გახშირდა ქალთა სქესის ახლგაზრდა ასაკის წარმომადგენლებში.

სამედიცინო გამოკვლევებით დადგინდა, რომ 50 წლამდე ასაკის პირთა შორის ამ დაავადების მთავარი მიზეზი გახლავთ ვირუსი, რომელიც გადაეცემა სექსუალურ პარტნიორს ორალური სექსის დროს.

აშშ–ში, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სქესობრივი გზით გადაცემული ინფექცია ორჯერ გაიზარდა. თუკი შვედეთში, 1970 წელს, ადამიანის პაპილომის ვირუსით ნუშისებრი ჯირკვლების კიბოთი დაავადება მთელი რაოდენობის ერთ მეოთხედზე ნაკლებს შეადგენდა, 2000 წლისთვის ამ მაჩვენებელმა მიაღწია 90%–ს; დიდ ბრიტანეთში მედიკოსები უკვე ითხოვენ 12–13 წლის გოგონების მასობრივ ვაქცინაციას!

როგორც ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაურა ჰილისონი ირწმუნება, თამბაქო და ალკოჰოლი გაცილებით ნაკლებად სახიფათოა ყელისა და პირის ღრუს ორგანოების კიბოს განვითარებისათვის, ვიდრე ორალური სექსი. ამავე დროს, „რაც უფრო მეტია სექსუალური პარტნიორების რიცხვი, მით უფრო იზრდება დაავადების ალბათობა“ – დაასკვნის პროფესორი. სრულიად ბუნებრივად, დიდი რისკის წინაშე აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას დაავადებული ქალბატონის სექსუალური პარტნიორიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100