სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: როგორც წესი არ ვპასუხობ მარიამის თემებს, მაგრამ აქ იმდენჯერ მახსენეს უნდა გიპასუხოთ...როგორ არ გავბოროტდით ქალბატონო. ერთმანეთს ვესროლეთ...

ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხი კომენტარის ავტორს: (ქვემოთ იხილეთ კომენტარების ფოტო-სქრინები, რომელსაც ტელეწამყვანმა უპასუხა)

"როგორც წესი არ ვპასუხობ მარიამის თემებს. დიდია და თავად მიხედავს კრიტიკასაც, მის ბრძოლასაც და მის გზასაც მაგრამ აქ იმდენჯერ მახსენეს უნდა გიპასუხოთ.

როგორ არ გავბოროტდით ქალბატონო. ერთმანეთს ვესროლეთ მაგ 90 ებში, დედალაქში ომი გავაჩაღეთ, მერე აფხახეთი და ოსეთი დავკარგეთ და ამ თაობას თუ 90 ები არ მოსწონთ ნუ გწყინთ. დრო როდესაც მოდაში კაიფი იყო, მხედრიონი და უბნური დაპირისპირებები და როცა იმ დროზე ვამბობთ “თბილისი იყო ურთიერთობები” ამ თაობას რომ არ ესმის ნურც ეგ გიკვირთ.

მარიამი საფრანგეთში დაფინანსებით სწავლობს. ისე, როგორც მისი მეგობრების 80%. ასეა ეს თაობა. გავლენიანი ბაბუების და ბებიების გარეშე ხვდებიან უნივერსიტეტებში, იქ სადაც ვერ ჩააწყობ. და იმ დროის ხიბლიც, რომელსაც მისტირით ეგ იყო. გავლენიანები და “ინწელიგენტები” ცხოვრობდნენ კარგად. ძალიან გულწრფელები ხართ როცა მარიამს გართობას ურჩევთ აქციების ნაცვლად. ასე იყო მაშინაც. როცა სოხუმს ვკარგავდით, თბილისში ქორწილებს იხდიდნენ. ესეც თქვენი 90 ები.

თქვენი, ჩემს მიმართ მიუღებლობაც მაქედან მოდის. არავის შვილიშვილი ვარ, არც არავის შვილი. ვერ იგებთ ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას. ესაა რასაც არ მპატიობთ, მაგრამ ეგაა ჩემი მთავარი “ხიბლიც”, წყალტუბოც იყო ურთიერთობები, სადაც ადამიანებს მშობლების გამო არ ლანძღავდნენ.

Mariam Geguchadze შენ კიდე არ იცი რა საშინელება იყო 90’ების საქართველო და ვინც იმ დროს მისტირის არის უკან, სადაც თქვენ არასოდეს არ უნდა მიიხედოთ.

პ.ს. კომენტარში დავდებ პოსტს რომელსაც ვუპასუხე".- წერს ჟურნალისტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100