სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 აპრილამდე ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს უმეტეს რაიონში 10 აპრილამდე ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23+28, სანაპირო რაიონებში +17 +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

„11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი“ - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100