ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა იგივე "ბაბი" გარდაიცვალა
ჯგუფ ''ნიუტონის'' სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები წერენ.
არსებული ინფორმაციით, ბაბი ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა.
ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის "ნიუტონის" წევრი იყო. 2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. მეტიც, პირველი ოპერაციის შემდეგ მან საქართველოს რეკორდი დაამყარა– 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.
ახალგაზრდა მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საღამოს დამძიმდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თამარ ბაბილუა წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჯგუფმა “ნიუტონმა” და მუსიკოსის მეგობრებმა, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს, რათა ნიჭიერ შემსრულებელს დახმარებოდნენ და მას მკურნალობის გაგრძელება შეძლებოდა.
მეგობრებისა და საზოგადოების დახმარებით, ბაბიმ რამდენჯერმე შეძლო მკურნალობის კურსის ჩატარება და გაჩნდა იმედი, რომ ის შეძლებდა გამოჯანმრთელებას, თუმცა რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, მუსიკოსი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარი