ეს იყო ძალადობა, მაგრამ არა სექსუალური ნიშნით - ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
19 წლის ანა
ხელაძის მკვლელობის
საქმეში ბრალდებულის,
რობერტ ახალაიას
ადვოკატი, ოლგა
გეჯაძე აცხადებს,
მისი დაცვის
ქვეშ მყოფს
მამიდაშვილზე სექსუალურად
არ უძალადია.
”რატომ
გავრცელდა
ინფორმაცია,
რომ
ეს
სექსუალური
ნიშნით
ძალადობა
იყო,
არ
ვიცი.
საქმეში
ამ
მხრივ
არაფერია
გამოკვეთილი.
კარგია,
რომ
ბრალდების
მხარემ
დაადასტურა,
რომ
ეს
არის
ძალადობა,
მაგრამ
არა
სექსუალური
ნიშნით.
ამას
მეც
ვადასტურებ.
გარდაცვლილი
ყველანაირად
შემოწმდა,
ექსპერტიზა
ჩატარებულია
და
პასუხსაც
ველოდებით.
ამის
შემდეგ
კიდევ
ბევრი
რამ
გაირკვევა,”
- განაცხადა ოლგა გეჯაძემ.
ანა
ხელაძის
მკვლელობაში
ბრალდებულს
გუშინ
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობა
შეუფარდა.
მოსამართლე
ელენე
გოგუაძემ
გადაწყვეტილება
მტკიცებულებათა
ერთობლიობით
და
ბრალდებულის
მიერ
გამოძიებისთვის
მიცემული
ჩვენების
შედეგად
მიიღო.
”მას
შემდეგ,
რაც
რობერტ
ახალაიამ
ანა
ხელაძეს
რვა
ჭრილობა
კისრისა
და
ყელის
არეში
მიაყენა,
სააბაზანოში
ტანსაცმელი
გამოიცვალა,
აიღო
დანაშაულის
იარაღი
- დანა,
გამოცვალა
სიმ
ბარათი
და
გაიქცა
ფოთში...
ბრალდებულის
დედა
რუსეთშია,
რის
გამოც
ახალაიას
გაქცევის
საშიშროება
არსებობს”,
- განაცხადა
სასამართლოზე
პროკურორმა,
გრიგოლ
ბიბილაშვილმა.
დაცვის
მხარის
განცხადებით
კი,
ახალაია
არ
გაქცეულა
და
ის
სამართალდამცავებს
თავად
ჩაბარდა.
”როცა
ახალაიას
უწყება
მიუტანეს,
ის
პოლიციაში
გამოცხადდა,”
- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ოლგა გეჯაძემ.
” თავიდან
არ
მინდოდა
პოლიციაში
მისვლა,
მაგრამ
მერე
ფოთში
რომ
ჩავედი
და
ღამე
გავათენე,
ზღვაზე
პოლიციაც
რომ
მოვიდა,
გავყევი
და
გზაში
მივხვდი,
რომ
ასე
ჯობდა,”
- აღნიშნა
სასამართლოზე
თავად
ბრალდებულმა.
პროკურორის
განცხადებით,
ახალაია
მის
მიერ
მიცემული
ჩვენებით
დანაშაულს
ფაქტორბივად
აღიარებს.
ამასთან
დაკშვირებით
კი
ადვოკატი
კომენტარს
არ
აკეთებს.
ის
მკვლელობაში
ბრალდებულის
ფსიქიატრიულ
შემოწმებას
მოითხოვს.
”დეტალებზე
ვერ
ვისაუბრებ,
ბევრი
კითხვის
ნიშანია,
შესაბამისად,
ახალაია
აუცილებლად
უნდა
შემოწმდეს
ფსიქიკურად
რამდენად
ჯანსაღია.
ეს
საკმაოდ
გრძელვადიანი
პროცედურაა.
ეს
ადამიანი
რამდენიმე
დღის
განმავლობაში
უნდა
იყოს
ექსპერტების
თვალთახედვის
ქვეშ.
მისი
ფსიქიკური
მდგომარეობის
შესახებ
დასკვნის
დაწერას
კი
შეიძლება
ერთი
თვეც
დასჭირდეს.
ეს
ერთ-ერთი საგამოძიებო
მოქმედებაა,
აუცილებელია
საქმეში
ეს
დასკვნა
იყოს
და
მისი
მდგომარეობა
შემოწმებული
იყოს,”
- განაცხადა გეჯაძემ.
შეგახსენებთ,
რომ
თბილისში,
უზნაძის
ქუჩაზე
19 წლის
ანა
ხელაძე
16 ივლისს
მოკლეს.
სამართალდამცავებმა
მკვლელობაში
ბრალდებული,
რობერტ
ახალაია
დააკავეს.
კომენტარი