ქუთაისის თიბისი გალერეამ მთამსვლელთა ფოტოების გამოფენას უმასპინძლა
თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის თიბისი გალერეაში მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე კლუბის მთამსვლელებისა და მოგზაურების მიერ 2013-2015 წლებში, საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ექსპედიციის დროს გადაღებული 30 ფოტონამუშევარი იყო წარმოდგენილი. მთამსვლელების ფოტოები ქუთაისის თიბისი გალერეაში ფოტოკონკურსის „კადრი-ქუთაისი” ფარგლებში გამოიფინა, რომლის მიზანს ნიჭიერი ფოტოგრაფებისა და ფოტოხელოვანების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს. „კადრი - ქუთაისი“ ქალაქ ქუთაისის მერიის ინიციატივით ტარდება და ის ფოტოკონკურსის „ილოს“ ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. (კონკურსი გასული საუკუნის 60-70 წლებში ქუთაისში მოღვაწე ფოტოგრაფის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს). კონკურსის ფინალური ეტაპი 24 დეკემბერს თიბისი გალერეაში შედგება და გამოვლინდება გამარჯვებულებიც. გამოფენის ფარგლებში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა კონკურსის მონაწილეებსა და ფოტორგაფიით დაინტერესებულ პირებს მასტერკლასები ჩაუტარა.
კომენტარი