მიხეილ სააკაშვილის 100 დღე ოდესაში
მეოთხე თვე იწურება, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ადმინისტრაციული ოლქის გუბერნატორად დანიშნა, სააკაშვილის მმართცველობის ქვეშ ოდესის ოლქის 26 რაიონი, 19 ქალაქი, ათას 188 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანია. მულტიკულტურულ და მრავალეროვან ოდესაში ძირითადად უკრაინელები, რუსები, ბულგარელები, მოლდაველები და ებრაელები ცხოვრობენ.
ის ტემპი და რეფორმები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რეგიონში ავითარებს უკრაინაში უკვე ”ოდესის პაკეტად” მონათლეს.
100 დღეში მიხეილ სააკაშვილის რისხვა უკვე დაატყდათ ყოფილ მილიციელებს, კიევის შემდეგ ოდესის ქუჩებში ახალი პოლიცია პატრულირებს და მათ რიგებში ხანდახან თავად სააკაშვილია, რომელიც ამოცნობის შემდეგ ტრადიციული ფოტოსესიით მთავრდება.
ოდესაში ჩამოსვლიდან მოკლე დროში სააკაშვილმა მოასწრო წამოეწყო ხმაურიანი პროცესები და გაეჩინა მოწინააღმდეგეები, მართალია თვითონ ამაყობს ოდესის აეროპორტის ახალი ფლიგელით, მაგრამ მისი აშენება უკრაინელ ოლიგარქ კალამოისკისთან გამოცხადებული ომის ქრონიკების გაგრძელებად იქცა, რასაც კალამოისკის პროტეჟე და უკრაინის ავიაციის პირველი პირი შეეწირა.
ოდესაში კურიერის გადამღები ჯგუფის დროს ამერიკელი სენატორიც ჩავიდა. ჯონ მაკკეინი პრეზზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილს ესტუმრა. გაიმართა ოფიციალური მიღება პრესკონფერენცია, ინტერვიუები და მეგობრული საუბარიც.
ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/27339
კომენტარი