სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს რკინიგზა“: ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ითშემცირდა. ცვლილება შეეხო როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის, როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.

ტარიფების შემცირება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაცქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე პოზიტიურად აისახება. ასევე, განაპირობებს გაყიდვების სამომავლო ზრდას, სარკინიგზო გადაზიდვების სექტორში.

საქართველოს რკინიგზა ქვეყნის განვითარებისთვის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100