სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლალი მოროშკინამ ორი ვარსკვლავის პროდიუსერს მიმართა

სატელევიზიო შოუ ორი ვარსკვლავი დღეს ქართულმა საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. სოციალურ ქსელებსა და პირად საუბრებში აკრიტიკებენ შოუს მონაწილეებსაც და ორგანიზატორებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით დღის ბოლოს ორი ვარსკვლავის პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს საჯაროდ მიმართა ლალი მოროშკინამ

„ჩემო ძვირფასო მეგობარო, ასე არაფერი აერთიანებს ერს, როგორც გასაჭირი, "ჭირსა შიგან გამაგრება..." ასე არაფერი აქვითკირებს საზოგადოებას, როგორც სხვისი ვაება, ასე არაფერი გიქარწყლებს კომპლექსებს, როგორც სხვისი არასწორი ნოტი, და არა მხოლოდ მუსიკაში! შენ შეუძლებელი შეძელი-გააერთიანე საზოგადოება, ემოციისგან დაცალე ხალხი და რაც მთავადრია დადე რეიტინგი! მიყვრს თითოეული მონაწილე და მერე რა, რომ ყურები მტკივა, სამაგიეროდ იმდენი ვიცინე, რამოდენიმე მიმიკური ნაოჭი გამისწორდა.

აი ეს არის შოუ !!! შენ არც კონსერვატორიის მისაღები გამოცდა გქონდა და არც "ლა სკალას" მასტერკლასი. შოუ გინდოდა და გამოგივიდა შენც და ყველა მონაწილესაც! მინდა ყოველ ორშაბათს გიყუროთ და ავივსო სიანაყოთ, ტომ თქვენი მეგობარი ვარ, უბრალოდ თქვენგან განსხვავებით გამბედაობა არ მეყო! საკუთარ თავზე ქილიკი-ყველაზე დიდი ნიჭიერებაა! ნადლობა შოუსთვის და ღიმილიანი საქართველოსათვის! ვიღაცას მაინც ხომ განოუვიდა!“ - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში

„მადლობა ლალი“ - წერს ნოე ლალის სტატუსის კომენტარებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100