სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი რავარი ასატანია, მარა, რო გიყვარს, რა გინდა რო ქნა!

ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!

ქალი რავარი ასატანია, მარა, რო გიყვარს, რა გინდა რო ქნა!

ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.

გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.

ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო. რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს.

ადამიანი მიწის შვილია და დედას, რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.

არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის....

ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.

“ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო” - რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.

ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ.

გამოცდილებით, თავგადასულობით, რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.

დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.

დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.

ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.

ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.

.ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.

ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.

მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.

თავიდან ყველაფერი ძნელია.

ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.

ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა - გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია - ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.

მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.

ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.

ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა,ენას ახსოვს. ერები, რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია.

ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100