სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი: აშშ-ს ტაბლოიდმა კუბოში ჩასვენებული უიტნი ჰიუსტონის ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ის ერთ-ერთი ტაბლოიდის, National Enquirer მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ სულ ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი და აღშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელებში: ჟურნალის გარეკანზე კუბოში ჩასვენებული უიტნი ჰიუსტონის ფოტოები გამოქვეყნდა - როგორც შორი, ასევე ახლო ხედით გადაღებული. ფოტოს აქვს მინაწერი: „მსოფლიო ექსკლუზივი“.

როგორც ჩანს, დამკრძალავმა ბიურომ Whigham ფოტოები მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის გადაიღო. სხვაგვარად გარდაცვლილი, კუბოში ჩასვენებული უიტნის ფოტო არ იარსებებდა - დაკრძალვის ცერემონიალზე მისი სასახლე თავდახურული იყო.

ფოტოზე კარგად ჩანს, არამარტო გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის კაბის ფერი, არამედ ის სამკაულებიც, რომელთა ფასი, ჟურნალის მიხედვით, 500 000 დოლარს შეადგენს.

სოციალურ ქსელებში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ კუბოში ჩასვენებული მიცვალებულის ფოტოს გამოქვეყნება არაეთიკური და სამარცხვინოა. ამავე დროს, უკვე გაჩნდა ვარაუდები, რომ ფოტოს მიყიდვა ჟურნალისტებისთვის მხოლოდ მომღერლის უახლოეს გარემოცვას ან მის გრიმიორებს შეეძლოთ.

თავად ჟურნალი აცხადებს, რომ ფოტო დაკრძალვის ცერემონიალზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა გადაიღო, თუმცა, მის დასახელებაზე უარს ამბობს. თავის მხრივ, დამკრძალავმა ბიურომ, სადაც უიტნი ჰიუსტონი გააპატიოსნეს, განაცხადა, რომ მომღერლის ოჯახის წევრების თხოვნას ითვალისწინებს და არანაირ კომენტარს არ გააკეთებს.

სხვათა შორის, ეს ჟურნალი მსგავს სკანდალში პირველად არ ეხვევა: უიტნი ჰიუსტონის სიკვდილის შემდეგ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა მუქკანიანი ქალის ფოტოები, რომელიც ჯერ აბაზანაში, შემდეგ კი იატაკზე წევს და თეთრი ზეწარი აქვს გადაფარებული. ჟურნალმა ამით ექსკლუზიური ფოტოების იმიტაცია შექმნა, რადგან მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოსესიაში უიტნი ჰიუსტონის განსასახიერებლად ტაბლოიდმა მუქკანიანი ქალი დაიქირავა.

ამას გარდა, 1977 წელს სწორედ ამ ჟურნალმა გამოაქვეყნა კუბოში ჩასვენებული ელვის პრესლის ფოტოებიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100