სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყალდიდობამ აფხაზეთში ოკუპანტები ცურვაში ავარჯიშა

"წყალდიდობა ღამით დაგვატყდა თავს და, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ცურვაში გვავარჯიშა. არც გვეგონა, თუ ცოცხლები გადავრჩებოდით, საშინელი თქეში იყო", - ასე აღწერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაგვალოუში წყალდიდობის შედეგებს ერთი რუსი ოკუპანტი და ამბობს, რომ "წყალდიდობამ ნაწილი საშინლად დააზარალა": დატბორილია ბაზის უდიდესი ნაწილი, სადაც წელამდე წყალია. დაიტბორა ასევე არსენალი და ჯარისკაცებს დილიდან მოუწიათ დასველებული იარაღისა და საბრძოლო მასალების წმენდა: "არსენალამდე მართლა ცურვით უნდა მისულიყავი. იარაღი თითქმის თითო-თითოდ გამოგვქონდა. გადაცურვა-გადმოცურვისთვის ხუთი კუნთმაგარი ჯეელი შეირჩა, რომლებსაც მერე იარაღის გაწმენდა-გაშრობის ვალდებულება მოეხსნათ. საქმე ის არის, რომ ახლა საიდანმე მტერი რომ დაგვადგეს თავს, ალბათ, მთელ ბაზას რამდენიმე წუთში აიღებს, რადგან არცერთი იარაღი (ავტომატი) არ გაისვრის", - წერს რუსი ბლოგერი-ჯარისკაცი და არც იმას გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმა ისევ განმეორდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100