ივანიშვილი: პირველ წელიწადს ეკონომიკური ზრდა რთული იქნება
ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრს ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა.
„პირველ წელიწადს ეკონომიკური ზრდა რთული იქნება. მეორე წელი-უკეთესი. მესამე წელს კი ცვლილებებს მოსახლეობა იგრძნობს საკუთარ ჯიბეზე. მეოთხე წელიწადი კი ძალიან კარგი იქნება. მართალია პირველი წელლიწადი რთული იქნება, რადგან მოსამზადებელია, მაგრამ იქნება ბევრი საინტერესო ნაბიჯიც.“ -განაცხადა ივანიშვილმა
კომენტარი