სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში ვენახს ჭრაქი გაუჩნდა

კახეთში ვენახებს ჭრაქი გაუჩნდა და ყურძნის მოსავალს ანადგურებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა მევენახეებმა აცნობეს, მოსავლის 40% უკვე განადგურებულია.

„ვენახს ხშირად ვწამლი, მაგრამ ჭრაქი მაინც გაუჩნდა. ადრე თუ ერთი წამლობა 70 ლარი მიჯდებოდა, ახლა 150 ლარი მჭირდება, მაგრამ მარცვალი აღარ იზრდება", - აღნიშნა ალექსანდრე სოლომნიშვილმა.

„ჭრაქმა მტევნები შუაზე გაწყვიტა, არადა მიხაროდა, ისეთი მსხმოიარე ვენახი მქონდა", - ამბობს მაია მღებრიშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის სოფლის მეურნეობის დარგში ვალერი გორგიშელის თქმით, დაავადების გავრცელება არასწორი აგროტექნიკური ღონისძიებების ბრალია.

„მევენახეებს თავიდანვე სპილენძიანი ფუნგიციდები უნდა გამოეყენებინათ, ადრევე რომ მოემართათ ჩვენთვის, აუცილებლად დავაკვალიანებდით", განაცხადა ვალერი გორგიშელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100