თურქეთში მიწისძვრის დროს საქართველოს მოქალაქეებიც დაზარალდნენ
თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგები ამ დრომდე ფიქსირდება. გვიან ღამით ვანთან ახლოს განმეორებით მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.1. ბალი შეადგინა. დაღუპულთა შესახებ გუშინ გავრცელებული ცნობები, საბედნიეროდ, გადაჭარბებული აღმოჩნდა: ამ დროისათვის (თბილისის დროით 09.00) არსებული ინფორმაციით, 217 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა. დანგრეულია 30-ზე მეტი შენობა. სამაშველოს სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თურქეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, არ არის გამორიცხული, მიწისქვეშა ბიძგებმა ერთ-ერთი მიძინებული ვულკანი გააღვიძოს.
ამის მიუხედავად, გამორიცხული არ არის, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ასობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება, ოღონდ ჯერ გაურკვეველია, ეს ადამიანები ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ დაზარალებულთა შორისაა ორი ქართველი ქალი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაენგრათ. - ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ 24 ოქტომბერს, დილით გაავრცელა.
კომენტარი