პასუხი მეჩითოვს: "იმიტომ, რომ მუდამ წაკუზულები არ ვიდგეთ, როგორც ფოტოზე..."
ცნობილმა ჟურნალისტმა და „ნატოს შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგო გოგოტიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იური მეჩითოვის ამ ფოტოს ასე უპასუხა:
„არაფერი მაქვს ბატონ იურას საწინააღმდეგო, როდესაც საქმე ეხება ფოტოგრაფიას. ან - კულტურის, როგორც დარგის მართვასა და ხელმძღვანელობას. და იმედი მაქვს, რომ კარგად გაართმევს თავს ამ ამოცანას.
მაგრამ სწორედაც რომ მაქვს მისი საწინააღმდეგო არგუმენტი მაშინ, როდესაც საქმე ნატოს ეხება და კითხვას - "რატომ ნატო?" –
იმიტომ, ბატონო იური, რომ მუდამ ისევე წაკუზულები არ ვიდგეთ, როგორც ეს ფოტოზეა წარმოდგენილი!
კომენტარი