ბათიაშვილი „ალიანსიდან“ გაიქცა?
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, „ალიანსი“ მარტივ-მამრავლებად იშლება. ჯერჯერობით, მართალია, ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ბათიაშვილმა ალიანსს ზურგი აქცია.
თუმცა, მათი ე.წ. დაშლა-არმოშლა, როგორც ჩანს, მხოლოდ ბათიაშვილის გაქცევით არ შემოიფარგლება. ალასანიას ალიანსში სერიოზული პრობლემები ჰქონია.
ალიანსის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ახალი მემარჯვენეებიდან, ჩვენთან პრივატულ საუბარში სოზარ სუბარის ალიანსიდან წასვლასაც არ გამორიცხავს. ალიანსიდან ფაქტობრივად წასულია უშიშროების მინისტრის ექს-მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილიც...
„ალიანსის“ შიდა პრობლემები კი გავლენებს უკავშირდება. ახალი მემარჯვენეები პრივატულ საუბრებში ამტკიცებენ, რომ ირაკლი ალასანია, რესპუბლიკელების ტყვეობაშია.
თავის მხრივ, რესპუბლიკელები ახალ მემარჯვენეებს ვერ იტანენ, თუმცა, ღიად ამის შესახებ არ საუბრობენ. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად „ალიანსელები“ ერთმანეთთან დაპირისპირებას უარყობენ და აცხადებენ, რომ მათ ერთმანეთთან არანაირი პრობლემები არ აქვთ... მათი ფიცი-მტკიცი კი გვწამს, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ...
კომენტარი