რატომ არის შიში სიკვდილი და რატომ კლავს იგი?
რას წარმოადგენს შიში? ფსიქოლოგიურად, შიში წარმოადგენს დაცვით მექანიზმს, რომელიც შიშის გამომწვევი ობიექტური პირობების არსებობის შემთხვევაში, ემსახურება ორგანიზმის გადარჩენას. შიშის ფიზიოლოგიის შესწავლისას, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინის ზემოქმედების შესწავლა ორგანიზმზე. შიშის განცდა უკავშირდება ჭარბი ადრენალინის გამოყოფას რაც შესაძლოა, გარდაცვალებითაც კი დასრულდეს.
კონკრეტულ
შემთხვევებში,
ადრენალინის
სიჭარბეს ვერ უძლებს გულ - სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ამ სისტემების კრიზისი და, ლოგიკურად, დგება გარდაცვალების მომენტი. ანუ, ევოლუციურად, შიში წარმოადგენს სიკვდილის განცდის მოსაზღვრე მდგომარეობას. ამდენად, ორგანიზმი შიშის ობიექტურ და წარმოსახვით მიზეზებზე რეაგირებს ჭარბი ადრენალინის გამოყოფით, რაც იწვევს გულის აჩქარების, პირღებინების, სუნთქვის გახშირების, კიდურებში დაბუჟების შეგრძნების განვითარებას, რაც ფსიქიკის მიერ ინტერპრეტირდება,
როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და იჭრება გაქცევა - დაპირისპირების დილემა. გაიქცეს ინდივიდი, თუ დაუპირისპირდეს შიშის გამომწვევ მიზეზებს? გაქცევის მაგალითებია: პანიკური შეტევა, განზოგადებული შფოთვითი მდგომარეობა, გულყრა [თუ თავის ტვინის ყველა სტრუქტურა ნეირო - ფიზიოლოგიურად გამართულია]. დარჩენამ შესაძლოა, ორი ტიპის რეაქცია გამოიწვიოს: გაშეშება და აგრესიული ქცევის პატერნები. ორივე შემთხვევაში, ორგანიზმი თავს იცავს საფრთხისაგან. მესამე შემთხვევა წარმოადგენს ფსიქოლოგიურად ზრდასრული პიროვნების პასუხს: შიშისაგან თავდაცვას.
ადამიანის
ფსიქო - სოციალური განვითარების განმავლობაში, სოციუმის მიერ ადამიანის ფსიქიკაში ინერგება შიშის შაბლონები. შიში წარმოადგენს დანაკარგთან დაკავშირებულ განცდას. შიშის განმტკიცების ალტერნატიული გზა სასჯელია. სოციუმში განმტკიცებული აღმზრდელობითი დეფექტი მდგომარეობს შიში - სასჯელი, სასჯელი - შიშის ურთიერთმიმართებაში.
რამდენიმე
დღის წინ საავადმყოფოში ვიყავი, სადაც, დაახლოებით, ორი წლის ბავშვისათვის ცდილობდნენ ქათმის ხორცი ეჭმიათ. დედამ საბოლოო სვლად შემდეგი სვლა გამოიყენა:
- არ შეჭამ? მაშინ, მე საავადმყოფოში დაგტოვებ.
იცით, რა იყო ბავშვის პასუხი? სრული ინდიფერენტიზმი.
იმიტომ, რომ ბავშვს, ჯერ - ჯერობით, საავადმყოფოში დარჩენის არ ეშინია. თუმცა, ინტენსიური შთაგონების პირობებში, ბავშვში ნელ - ნელა ჩამოყალიბდება საავადმყოფოში დარჩენის შიში. დაშინების გავრცელებული მეთოდია ნემსით დაშინება. კონკრეტული ასაკის ბავშვებს ნემსის შიში არ გააჩნიათ.
სქემა:
დანაკარგი
- დაშინება.
დანაკარგის
განცდა იდევნება ღრმა არაცნობიერში და ინდივიდი ვერ აცნობიერებს, რომ მისი დანაკარგის განცდა, პრაქტიკულად, აბსურდულია და რჩება მხოლოდ შაბლონი: შიში. ეს შიში, მეტწილად, ირაციონალური შიშია. შემორჩენილია მხოლოდ შიშის შაბლონი, ანუ, შიშის სიმბოლიკა. საშიშია ნემსი. რატომ? არ ვიცით. რატომ არ ვიცით? იმიტომ არ ვიცით, რომ აღარ გვახსოვს, რას ებმოდა ნემსის შიში. როგორც წესი, ნემსის შიში ებმოდა დანაკარგს, რომელიც საბოლოო ჯამში, არ ხორციელდებოდა და არც უკავშირდებოდა ნემსით მიყენებულ ზიანს. იმდენად, რამდენადაც ნემსით მიყენებულ „ზიანს“ არ შეეძლო ის დანაკარგი გამოეწვია, რა დანაკარგსაც ირაციონალურად უკავშირებდნენ ნემსით დაშინებას. საბოლოო ჯამში, აქ არათუ დანაკარგზე იყო საუბარი, არამედ იმაზე, რომ კონკრეტული ქცევის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნემსით ბავშვს მიეყენება ზიანი. გავიაზროთ სქემა:
კონკრეტული
ქცევის შეუსრულებლობა
> დაშინება
კონკრეტული
ქცევით.
როგორ იაზრებს არაცნობიერი?
შიშის გამომწვევ ქცევას ავირიდებ, თუ იმას შევასრულებ, რასაც მთხოვენ.
დროთა განმავლობაში, ვსწავლობთ ნელ - ნელა მშობლის სქემებისაგან გათავისუფლების გზებს, მაგრამ სრული გათავისუფლება არ ხერხდება მანამ, სანამ, კონკრეტული შიშის შაბლონები ბოლომდე არ განეიტრალდება. გაითვალისწინეთ,
რომ აქ არ იგულისხმება, რისკების არასწორად შეფასებამდე მისული შიშისაგან თავისუფლება. ასეთი ტიპის ექსტრემალურ ქცევებს, ისევ და ისევ, მშობლის პროგრამები უდევს საფუძვლად. შიშისაგან თავისუფლება ნიშნავს არა მისი უნარის სრულ დაკარგვას, არამედ - მის ოპტიმიზაციას. მაგალითად, თუ ვითარდება სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს ნემსის პანიკური შიში, ეს შიში მოიხსნას არა იმდენად, რომ არ გვეშინოდეს, მაგალითად, ქუჩაში დაგდებული, გამოყენებული ნემსის, რომელიც შესაძლოა, კონკრეტული ინფექციის გადამტანი იყოს, არამედ ნემსისადმი განზოგადებული შიში განეიტრალდეს.
თითქმის ყველა დასწავლილი შიში გამომდინარეობს ირაციონალური წანამძღვრებიდან,
რომ კონკრეტული, სრულიად უმტკივნეულო პროცედურა ზიანის მომტანია არა თავისთავად, არამედ იმ შემთხვევაში, თუ არ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა. იმდენად, რამდენადაც ფორმულირების პირველი ნაწილი, ანუ მოთხოვნის ნაწილი იკარგება და იცვლება იმდენად, რამდენადაც მოთხოვნები ცვალებადია, ცნობიერებისათვის
მისაწვდომი
ხდება მხოლოდ წინადადების მეორე ნაწილი, რომელიც არა თავისთავად იყო შიშის მომგვრელი, არამედ - პირველ ნაწილთან კომბინაციაში.
ილუსტრაცია:
შეჭამე, თორემ აი, ეს დეიდა ნემსს გაგიკეთებს.
დავაკვირდეთ:
რას ითხოვს მშობელი? იმას, რომ შვილმა შეჭამოს. დავშალოთ წინადადება:
1. შეჭამე;
2. თორემ;
3. დეიდა ნემსს გაგიკეთებს.
არის თუ არა თავისთავად საშიში წინადადების მესამე ნაწილი? არა. იმდენად, რამენადაც აქ არ არის მიმართება ნემსის გაკეთებასა და კონკრეტულ მოთხოვნას შორის. ახლა დავაკვირდეთ საყრდენ სიტყვას, რომელიც ამ შემთხვევაში, არის სიტყვა - თორემ. სწორედ ეს სიტყვაა ის, რომელიც ორ სრულიად დამოუკიდებელ მოვლენას აკავშირებს და ნემსის გაკეთებას მშობლის ნებას დაუმორჩილებლობის
ლოგიკურ სასჯელად წარმოადგენს.
ამიტომ, ნებისმიერი დასწავლილი შიშის შემთხვევაში, შეგვიძლია, ვისაუბროთ ნების მიზანმიმართულ დევალვაციაზე.
როდესაც ინდივიდი კონკრეტული სამედიცინო პროცედურის ჩატარების აუცილებლობის წინაშე დგას, სამედიცინო პროცედურა ააქტიურებს დევალვირებული ნების სქემას. ინდივიდი, კონკრეტული დროის განმავლობაში, ემორჩილებოდა კონკრეტული ადამიანების ნებას, წარმოსახვითი საფრთხის არიდების მიზნით. შესაბამისად, შიშის განეიტრალება შესაძლებელია არა მხოლოდ შიშის შაბლონზე მუშაობით, არამედ - დევალვირებული ნების გამომწვევ მიზეზზე. გრძელვადიანი ეფექტისათვის, სავარაუდოდ, სასურველია, იმ კონფლიქტის განეიტრალება, რომელიც კონკრეტული სამედიცინო პროცედურებისადმი
მშობლებისა
და სხვა ადამიანების მიერ ჩაიდო ინდივიდში.
კომენტარი