ფოთის საკათედრო ტაძარს პრეზიდენტმა 700 000 ლარი გამოუყო
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ფონდიდან ფოთის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის 700 000 ლარი გამოიყოფა. შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა ხელი ფოთში, ტაძარში სტუმრობისას მოაწერა.
“ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ამ ტაძრის რესტავრაცია და დასაჩქარებელია სამუშაოები”-განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, 2012 წელი ფოთისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
დღესვე მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილს ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა და აღნიშნა, რომ “საქართველოში არავის აქვს ისეთი მძიმე ჯვარი, როგორც პრეზიდენტს”.
ფოთის საკათედრო ტაძარი 1906-1907 წლებში იქნა აგებული.
კომენტარი