თიბისი ბანკის iPad ბანკი მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე დაჯილდოვდა
მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე „კომუნიკატორი“ თიბისი ბანკის iPad ბანკმა მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გაიმარჯვა და „განსხვავებულობის“ ჯილდო მიიღო.
თიბისი ბანკი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისათვის, „კომუნიკატორის“ პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
„კომუნიკატორი“ წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც უკვე 21 წელია იმართება და ყოველწლიურად მარკეტინგსა და კომუნიკაციებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს აჯილდოებს. https://www.communicatorawards.com/home/
კონკურსზე ყოველწლიურად, ნომინაციების მიხედვით, 6000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ეს ნომინაციებია: აუდიო, ვიდეო, პრინტი, ინტეგრირებული კამპანიები, მარკეტინგული ეფექტურობა, ონლაინ ვიდეო, ვებსაიტები, ონლაინ რეკლამა, მობილური აპლიკაციები.
თიბისი ბანკის iPad ბანკი სწორედ მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.
გამარჯვებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმს ადამიანებზე და მომხმარებლებზე ამა თუ იმ მარკეტინგული კამპანიისა თუ პროდუქტის გავლენის მასშტაბი წარმოადგენს. „კომუნიკატორის“ ორგანიზატორების თქმით, „ჯილდო განსხვავებულობისათვის“ გადაეცემათ კომპანიებს იმ პროექტებისათვის, რომლებიც ცდებიან ინდუსტრიის სტანდარტს ხარისხითა და მიღწევით.
„კომუნიკატორის“ ჟიურის ფუნქციას ასრულებს „ინტერაქციისა და ვიზუალური ხელოვნების აკადემია“, რომელიც დაკომპლექტებულია კომუნიკაციებისა და მარკეტინგულ ინდუსტრიებში მომუშავე პროფესიონალებით. ჟიურის შემადგენლობაში არიან ისეთი კოპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა Disney, The Ellen Degeneres Show, Estee Lauder, MTV Networks, Sotheby's Institute of Art, Time, Victoria's Secret, Wired, and Yahoo!
„ვამაყობთ, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გავხდით. მით უფრო სასიხარულოა, რომ ეს ჯილდო ეხება ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტს, როგორიც არის თიბისი ბანკის iPad ბანკი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოში არსებულ ტრენდებს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით აქტიურად მივყვებით და ვქმნით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სრულიად არის მორგებული 21 საუკუნის მომხმარებელზე,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
კომენტარი