სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსის მოქალაქეები გაათავისუფლეს

საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაპატიმრებული ბელორუსის მოქალაქეები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბელორუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.
ფდსკფჯდსკლფჯკდსლ
ბრესტელმა ცოლ-ქმარმა, სემიონ და ირინა დიაჩეკებმა, აფხაზეთში ახალი ათონის მონასტერი მოინახულეს და ამის შემდეგ სამეგრელოსკენ გამოემართნენ. თუმცა, ტურისტები ქართულმა მხარემ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე დააკავა და ბრალი წაუყენეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში.
ფდსკფჯდსკლფჯკდსლ
როგორც ცნობილია, ქართული კანონის მიხედვით, მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფდსკფჯდსკლფჯკდსლ
ბელორუსი ცოლ-ქმარი, საინფორმაციო სააგენტო `ბელტას~ ცნობით, გათავისუფლდნენ ბელორუსი დიპლომატების ჩარევის შემდეგ. როგორც ირკვევა, ტურისტები ახლა გარკვეული დოკუმენტების გაფორმებას ელოდებიან, რის შემდეგაც შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. ეს დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მოხდება.
ფდსკფჯდსკლფჯკდსლ
ამ ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მსგავსი შემთხვევა 2009 წელსაც მოხდა. მაშინ ბელორუს ქალბატონს ანალოგიური ბრალდება წარედგინა და თვეზე მეტი ციხეში გატარება მოუწია. ის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.
ფდსკფჯდსკლფჯკდსლ
ამის შემდეგ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გამგზავრებამდე ჯერ ქართულ კანონებს გაეცნონ.
ფდსკფჯდსკლფჯკდსლ
როგორც ირკვევა, რუსეთიდან და ბელორუსიდან აფხაზეთში ჩასული ტურისტების რიცხვმა გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო. ამის მიზეზად სახელდება, როგორც უსაფრთხოების გარანტიების არქონა ამ რეგიონებში, ისე მომსახურების დაბალი დონე.
ამ თემაზე ინფორმაციებს თავად ტურისტები ავრცელებენ ინტერნეტის საშუალებით, რომლებიც, ძირითადად, უკმაყოფილებას გამოთქვამენ აფხაზეთის სასტუმროებსა, თუ სხვაგან არსებულ მდგომარეობაზე.
ფდსკფჯდსკლფჯკდსლ
ოფიციალური მედია ამ საკითხზე ნაკლებად საუბრობს, თუმცა, ამის მიუხედავად, ცნობები მაინც აქტიურად ვრცელდება, რაც ამ მიმართულებით დასვენების მსურველთა ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100