სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პეტრე ცისკარიშვილი - ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი მიუღებელია.
როგორც ცისკარიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველო არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეს.
მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ ოკუპანტია, რომელმაც საქართველოს მიწები მიიტაცა, მისი სამხედრო შემოჭრის გამო ქვეყანაში ნახევარი მილიონი დევნილია, ქართული სოფლები და ქალაქები დაანგრია და ტყეები გადაწვა, არამედ ამ ქვეყანამ 2008 წლის აგრესიამდე ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ცალმხრივად დააწესა.
ცისკარიშვილის შეფასებით, უადგილოა ილუზიები, თითქოს დღეს ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე თავისუფლად გავა.
რაც შეეხება თავად მოლაპარაკებების პროცესს, ცისკარიშვილის თქმით, ამ დღეებში კონკრეტული მოლაპარაკებები მხოლოდ დღის წესრიგის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაიმართება და არა - რაიმე პრონციპულ და შინაარსობრივ საკითხებზე. IPN

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100