სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო- წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა დიდ ბრიტანეთში სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესზე გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიაღწია. საუბარი შეეხო რეგიონალურ საკითხებს.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.

შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა და ქართული მხრიდან მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100