სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოტა ხნის წინ ფალიაშვილის ქუჩაზე საკონდიტრო საწარმო აფეთქდა

თბილისში, ფალიაშვილის 49-ში მდებარე საკონდიტრო საწარმოში ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქების მომენტში საწარმოში ერთი ქალბატონი იმყოფებოდა, რომელიც საკონდიტრო ნაწარმს ამზადებდა. აფეთქების ტალღამ ის შენობიდან ქუჩაში გამოისროლა, თუმცა, საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქი დამწვრობით გადარჩა - ქალს მხოლოდ თმები აქვს შეტრუსული.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. აფეთქებას აალება არ მოჰყოლია, თუმცა, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100