სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი - წლის საუკეთესო კორპორატიული ბრენდი

გუშინ გაზეთ Financial-ისა და Global Idea-ს მიერ ორგანიზებული ბიზნეს დაჯილდოებაზე „ოქროს ბრენდი 2013“ თიბისი ბანკი დასახელდა , როგორც გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო კორპორატიული ბრენდი“ .

გარდა ამისა , ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე თიბისი ჯგუფმა მიიღო „ოქროს ბრენდის“ ჯილდოები ნომინაციებში:

- საუკეთესო ბრენდი სწრაფი გადახდის კომპანიებს შორის - TBC Pay

- საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდი - თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია , „ბანკი კონსტანტა“

„ოქროს ბრენდი“ ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოებაა , რომელიც საქართველოს სავაჭრო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მონაწილეობით ხორციელდება. მისი შედეგები 200-მდე ექსპერტის შეფასებებზე დაყრდნობით ვლინდება.

„ერთდროულად 3 ნომინაციაში გამარჯვება თიბისი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი წარმატება და განსაკუთრებული სტიმულია. მიხარია , რომ იმ კომპანიების დიდი ნაწილი , რომლებმაც დღეს სხვადასხვა ნომინაციებში დაიმსახურეს ეს ჯილდო , სწორედ თიბისი ბანკის კლიენტები არიან“ - - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა , ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ოქროს ბრენდის“ დაჯილდოება წელს თბილისში უკვე მერვედ გაიმართა. წელს , ‘“ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიას ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი , ბიზნეს წრეებთან დაკავშირებული ადამიანები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100