სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოლეგ პანფილოვი: „ასე პოლიტიკაში არ მოდიან, ასე გადატრიალების მოსაწყობად მოდიან...“

„დრონი.ჯი-მ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა ცნობილ ჟუენალისტს, ილიაუნის პროფესორს ოლეგ პანფილოვს. ინტერვიუ სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ მეშვეობით შედგა:

-ფიქრობთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის მორიგი პროექტია საქართველოს წინააღმდეგ?

- რადიკალური ოპოზიციის აგრესიულობა და დაშტამპული აზროვნება საფრთის შეგრძნებას ნამდვილად აჩენს და ეჭვს იწვევს, რომ ივანიშვილი კრემლის მორიგი პროექტია. ასე პოლიტიკაში არ მოდიან, ასე მოდიან იმისთვის, რომ გადატრიალება მოაწყონ.

-თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელია ივანიშვილი, როცა დაახლოებით ასე ამბობს: პოლიტიკაში წასვლა მხოლოდ იმის გამო გადავწყვიტე, რომ ვერ ვუყურებ, როგორ ინგრევა ჩემი ქვეყანა...

– ოპოზიციის მხრიდან არსებული ხელისუფლების კრიტიკაში მიუღებელი არაფერია, მაგრამ მანამდე საჭიროა საკუთარი პროგრამის წარდგენა, მოსახლეობისთვის იმის ახსნა თუ რით სჯობს ის (ივანიშვილი) სააკაშვილს, რითაა გამორჩეული მისი ეკონომიკური პროგრამა თუ საგარეო პოლიტიკა. უაპელაციო განცხადებების მიხედვით კი ის ჯერჯერობით ნათელაშვილს, ბურჯანაძეს და სხვა რადიკალებს უფრო ჰგავს.

-რამდენად კორექტულად და მისაღებად მიგაჩნიათ მისი ტონი, რომლითაც ქართველ ჟურნალისტებს მიმართავს?

– პოლიტიკოსთა დაუწერელი კანონია, რომ ჟურნალისტები არ უნდა გადაიკიდო, მაგრამ ივანიშვილის განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან თავიდანვე გადაწყვიტა კარტის გახსნა: ვისთან იმეგობრებს და ვის გაუწევს იგნორირებას. აქედან გამომდინარე, მტრებიც შეიძინა.

-მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, თქვენი აზრით, მისსავე წისქვილზე დაასხამს წყალს და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს?

-ამან, შესაძლოა, უფრო მეტი თანაგრძნობა მხოლოდ იმ რადიკალური ოპოზიციური ძალებისგან გამოიწვიოს, რომლებსაც აღიზიანებთ ხელისუფლების ნებისმიერი, მათ შორის, სამართლიანი ქმედება. ამაზე მეტს არაფერს გამოიწვევს. არა მგონია, ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსწონდეს ივანიშვილის პასპორტების კოლექცია. სამი ქვეყნის მოქალაქეობა პატიოსანი, პატრიოტი პოლიტიკოსის იმიჯს მხოლოდ ვნებს და არავითარი დივიდენდები არ მოაქვს.

-რამდენად სერიოზული დასაყრდენი ჰყავს ივანიშვილს საქართველოში და ვისი სახით?

-ივანიშვილს ქველმოქმედი ადამიანისა და მეცენატის მყარი იმიჯი აქვს. ეს, შესაძლოა, მოსწონდეს მოსახლეობის ერთ ნაწილს, მაგრამ ქველმოქმედებისა და პოლიტიკის ერთმანეთთან შეთავსება მეორე ნაწილს აუცილებლად გაუჩენს დამატებით შეკითხვებს, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ჰგავს მეთევზეს, რომელიც თევზს კვებავს, ოღონდ იმისთვის, რომ მერე ანკესზე წამოაგოს. საერთოდ, ცნობილი ფაქტია, რომ ქველმოქმედება და პოლიტიკა ერთმანეთთან შეუთავსებელი სფეროებია.

-თქვენი ზარით, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების სერიოზული კონკურენტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

- არა მგონია. ივანიშვილმა უკვე დაუშვა რამდენიმე უხეში შეცდომა. უფრო სარწმუნოა, რომ ეს არის დაძაბულობის ახალი კერის შექმნის მცდელობა. და თუ ივანიშვილს რადიკალებიც შეუერთდებიან, საერთოდ არანაირი შანსი არა აქვს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100