სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ქართველ მძარცველთა ჯგუფი აიყვანეს

მოსკოვის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში საქართველოს ოთხი მოქალაქე მაშინ დააკავეს, როცა ისინი „შემნახველ ბანკთან“ მომდევნო მსხვერპლს ელოდებოდნენ, რათა გაეძარცვათ.

20 მარტს, დილის საათებში, ვავილოვის ქუჩაზე რამდენიმე უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა შემნახველი სალაროს მძღოლს, როცა მან ბანკიდან ხუთი ჩანთა გამოიტანა წარწერით „შემნახველი ბანკი“. თავდამსხმელებმა ავტომანქანის საბურავი ჩაფუშეს და დაემუქრნენ რა სიტყვიერად და იარაღით, მძღოლს ერთი ჩანთა წაართვეს, რომლის ჩადებასაც იგი ბანკის კუთვნილ „ვაზ2110“–ში აპირებდა.

ჩანთაში არა ფული, არამედ ბანკის ბუღალტერიის სააღრიცხვო დოკუმენტები აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს სპეცრაზმელებმა თავდამსხმელებს ალყა შემოარტყეს და განაიარაღეს. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. მათგან ორი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა („ლაიფნიუსის“ სტატიაში მითითებულია, რომ ორი დაკავებული საქართველოს, ორი კი აფხაზეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ).

დაკავებულთაგან პოლიციამ სამი მონადირის დანა, „ტე ტე“–ს სისტემის პისტოლეტი და სასიგნალო რევოლვერი ამოიღო. დაკავების პროცესში არც პოლიციელები და არც თავდამსხმელები არ დაზიანებულან – თავდამსხმელები პოლიციას, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდნენ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ჯგუფი კარგა ხანია, მსგავსი დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100