სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი საათის წინ ავღანეთში ნატოს ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა

ნატოს ხუთი ჯარისკაცი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ–ერთ მთავარ გაზაზე იყო დამონტაჟებული. აღნიშნულ ინფორმაციას საერთაშორისო უშიშროების სამსახური ავრცელებს. მოხდარის დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

გზისპირას დამონტაჟებული იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება თალიბი მეამბოხეების ყველაზე გავრცელებული თავდასხმის მეთოდია.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ვარდაკის პროვინციაში თალიბების დაჯგუფებამ ვერტმფრენი ჩამოაგდო, რომელშიც რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - 30 აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე იყო, 7 ავღანეთის ხოლო ერთი თარჯიმანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვეტმფრენზე აშშ-ის სპეცდანიშნულების ის ჯგუფი იმყოფებოდა, რომელმაც ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა.

ამ თვეში, ავღანეთში მოკლული საერთაშორიო კოლიციის ჯარისკაცების რიცხვმა 50 მიაღწია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100