სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი სექსი მამაკაცისთვის

მამაკაცებისთვის პირველი სექსი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის. ფსიქოლოგების მტკიცებით, სასიამოვნების გარდა ეს პროცესი დიდ სირთულეებსაც მოიცავს. გავრცელებული მითიმაჩოებისშესახებ კიდევ უფრო ართულებს ბიჭის მდგომარეობას პირველი სექსის დროს, მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. ვაჟი გრძნობს მოლოდინების მთელ გამას, რომელთა დიდი ნაწილი ხშირად არც მართლდება.

პირველ სექსს ხშირად ახლავს გაუცნობიერებლი შიში, ნაადრევი ეაკულაცია, არასრული ერექცია, მოულოდნელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განცდები. წარმატებული პირველი სექსი მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, წარუმატებელმა კი შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი გახდეს, რაც თავის მხრივ განაპირობებს დარღვევებს სექსუალურ სფეროში.

მამაკაცებს გაცილებით მეტად ადარდებთ საკუთარი გამოუცდელობის საკითხი, ვიდრე გოგონებს. ეს გასაგებიცაა, პირველი სექსის დროს მამაკაცი უფრო აქტიურია, ვიდრე ქალი.

პირველი სექსის დროს მნიშვნელოვანია პარტნიორი ქალის ქცევაც. თუკი ის იქნება ყურადღებიანი და ალერსიანი, მამაკაცისთვის პირველი სექსი არ გახდება კომპლექსებისა და პრობლემების სათავე. პირველი სექსის დროს განცდილი წარუმატებლობის გამო შესაძლოა მამაკაცს განუვითარდეს ფსიქოლოგიური იმპოტენცია და ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა ხშირად ვერც ხერხდება კვალიფიცირებული სექსოლოგის გარეშე.

პირველი სქესობრივი კონტაქტისთვის საგულდაგულო მომზადებაა საჭირო: პარტნიორის შერჩევა, სათანადო გარემო და დრო. აუცილებელია პარტნიორმა ქალმა იცოდეს, მამაკაცი სექსუალურად გამოუცდელია, რათა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს.

აუცილებელია დროის ისეთი მონაკვეთის შერჩევა, როცა წყვილს არავის შეაწუხებს, ამ დროს ნესბისმიერი მკვეთრი ხმაურიც კი შეიძლება ხელშემშლელი იყოს, არათუ ვიღაც უცხოს გამოჩენა. სიჩქარე ამ საკითხში არ ღირს, ჯერ მამაკაცი უნდა „შეეჩვიოს“ პარტნიორის სხეულს. აუცილებელია პრელუდიის ქონა, რაც განაწყობს წყვილს სექსისთვის, გაფანტავს შიშს და დაძაბულობას.

გაუცდელობის პირობებში ხშირია არასრული ერექცია და/ ან ნაადრევი ეაკულაცია. თუკი მამაკაცი განიცდის მარცხს პირველ ცდაზე, პარტნიორი ქალი ამას უნდა შეხვდეს გაგებით და მისი მხრიდან მამაკაცმა არ უნდა იგრძნოს დაცინვა. თუ ქალი გამოცდილია, თავად შეუძლია იაქტიუროს.

გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სქესობრივი აქტი, მათ შორის პირველიც, შესაძლოა გახდეს ვენერიული დაავადებების ან პარტინიორის დაორსულების მიზეზი. აქედან გამომდინარე აუცილებელია პრეზერვეტივის გამოყენება. შემთხვევითობის იმედად ყოფნა დაუშვებელია, თავდაცვა აუილებელია!!!

პირველი სქესობრივი კავშირი რომ იყოს ჰარმონიული და წარმატებული, მამაკაცმა უნდა შეარჩიოს სწორედ ის ქალი, რომელთანაც აქვს ემოციური კავშირი, რომელიც არ შეუქმნის პრობლემებს სექსის დროს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორებს შორის დამოკიდებულება, რადგანაც ამ დროს განცდილი წარუმატებლობა შეიძლება არ იყოს ტრავმა მამაკაცისთის, მაშინ როცა უცხო და შემთხვევით ქალთან წარმატებულმა დებიუტმაც კი შეიძლება მხოლოდ სიცარიელე და დაუკმაყოფილებლობის განცდა დატოვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100