სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სემინარი სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივების დანერგვის შესახებ

ხვალ, 2015 წლის 18 სექტემბერს, 10 საათზე, თბილისში სასტუმრო “რედისონში“, ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლები, აღმასრულებელი დირექტორის ლიბორ ლოხმანის ხელმძღვანელობით გამართავს სემინარს. სემინარის თემაა სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივებისა და რეგულაციების საქართველოში დანერგვისა და განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება.

სემინარს გახსნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - დავით ბაქრაძე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი შვილობილი კომპანიის წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100