სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციხეში ამტყდარი ბუნტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46 ადამიანს შეადგენს

ვენესუელაში, პორტუგესას შტატში ციხის ბუნტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის ციხის დირექტორი. შტატის ეროვნული ასამბლეის, მარია ბეატრის მარტინას ცნობით, გაქცევის მცდელობისას პატიმრებმა ხელყუმბარა ააფეთქეს, რის შედეგად სულ მცირე 1 პოლიციელი დაშავდა.

ოფიციალური წყაროები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ციხეში ბუნტის შესახებ 2 აპრილს გახდა ცნობილი. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 დაღუპულის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100