სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საუკეთესო გზა ცის დასაცავად ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაა, რომლის უკრაინისთვის მიწოდებასაც გაერთიანებული სამეფო აპირებს.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო არ ცდილობს არასაფრენი ზონის მოწყობას საევაკუაციო დერეფნების თავზე, ვინაიდან ეს გამოიწვევს პირდაპირ კონფრონტაციას ნატო-სა და რუსეთს შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100