რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა - ამ ტრაგიკული ამბიდან 10 წუთში, მის მეუღლეს გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა
78 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი. ამ ტრაგიკულ ამბავს, რეჟისორის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მეორე უბედურება მოჰყვა - გულის შეტევით სანდრო მრევლიშვილის მეუღლე, მანანა ჭელიძე გარდაიცვალა.
სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრის "რუსთაველის 19"-ის მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება მასწავლებელსა და მის მეუღლეს:
"მინდა სევდიანი მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე... ალბათ წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო! სულ ამბობდა სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო, ხოდა ვერ იცოცხლა!!! 10 წუთიც ვერ გაძლო... დარწმუნებული ვარ ახლა ისევ ერთად ხართ, ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი! მიყვარხართ მე თქვენ!"
კომენტარი