სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავას თანაგუნდელების შეფასებები და მოთხოვნები მატროსოვოს ციხის ტერიტორიიდან

გიგი უგულავას თანაგუნდელების შეფასებები და მოთხოვნები მატროსოვოს ციხის ტერიტორიიდან :

"ერთი კაცის ნების გამო ეს ყველაფერი გრძელდებოდა, დღეს უკვე იურიდიულად, კანონიერად დამტკიცებულია"-ამის შესახებ კურიერთან გიგი უგულავას მეგობარმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას მეგობრები და თანაგუნდელები მის ციხიდან გათავისუფლებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

იქ იმყოფებოდა თამარ ჩერგოლეიშვილიც: „ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გიგი უგულავა, რომ საქართველომ არ მიიღოს იმაზე ბევრი ზიანი, რაც აქამდე მიიღო მისი პოლიტიკური დევნის გამო,“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

„საქართველოში ჭორვილის დიქტატურა ვერ შედგება. ბიძინა ივანიშვილს დღეს უზურპირებული აქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგრამ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ამ ქვეყანაში არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივ წესრიგს დაიცავს,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია,"-ამის შესახებ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან მყოფმა ნიკა მელიამ განაცხადა. რომელიც სხვა თანაგუნდელების მსგავსად დარწმუნებულია, რომ უგულავას ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.

„გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო და არაკონსტიტუციურად ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. თუ მართლა ჩრდილოეთ კორეად არ ვიქეცით, გიგი უგულავა რამდენიმე საათში ამ კარიდან უნდა გამოვიდეს,“ - განაცხადა ნიკა მელია.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კურიერთან საუბრისას უგულავას "პოლიტპატიმარი, უკანონო პატიმარი და ივანიშვილის პირადი პატიმარი" უწოდა.

"ეს არის უკვე გამარჯვება მთელი საქართველოსი. საკონსტიტუციო სასამრთლომ დაამტკიცა, რომ არ შეიძლება პატიმრობაში გყავდეს პირი განუსაზღვრელი ვადით, სანამ პროკურატურას, მთავრობას, ან დე-ფაქტო მმართველ ივანიშვილს ენდომება, თუკი არ არსებობს სასამრთლოს განაჩენი. ახლა არის შემდეგი ტესტი - რამდენად შორს წავა ივანიშვილი ინსტიტუტების, კანონმდებლობის დემოკრატიული ტრადიციების დანგრევის საქმეში," - აცხადებს გიგა ბოკერია.

"ერთადერთი მიზანი აქვთ, ამ ადამიანმა ციხიდან ფეხი არ გამოადგას. ეს არის ეკა ბესელიას, საპარლამენტო უმრავლესობის და მთლიანად ამ რეჟიმის და პირადად ბიძინა ივანიშვილის ტყვე,"-განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100