ბრაზილიაში ევროპაში კოკაინის ექსპორტიორები დააკავეს
ბრაზილიის პოლიციამ ერთ-ერთი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში კოკაინის ექსპორტს ახდენდნენ. "გაზეტა- რუს" ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
დაპატიმრებები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა. 16 დაპატიმრებულიდან 8 სერბეთის მოქალაქეა. სერბეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დაკავებულ სერბებს შორის არიან ნარკომოვაჭრეები, რომლებიც სერბეთში, ძებნილთა სიის სათავეში არიან. სერბეთი მათ ექსტრადიციას მოითხოვს. ბრაზილიაში ჩატერებული ოპერაცია, ადგილობრივი, სერბეთისა და აშშ-ს პოლიციის მიერ 2 წლის მანძილზე მზადდებოდა.
ნარკომოვაჭრეებისგან პოლიციამ 620 კილოგრამი კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულება 1 მილიონ დოლარზე მეტია.
კომენტარი