ვის დაასახელებს ოპოზიცია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვნძო ქალაქებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება აუცილებლად მიაჩნია.
ის ადასტურებს, რომ ოპოზიციიდან მერობის კანდიდატად ნიკა მელია, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარია განიხილებოდა, თუმცა ბოკერიამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.
„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.
ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, - განაცხადა ბოკერიამ.
კომენტარი