სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კინოთეატრი „ამირანი“ ერთდროულად 6 ქართული ფილმის პრემიერას უმასპინძლებს

1 ივლისს, 18:30, ეროვნული კინოცენტრი და თიბისი ბანკი კინოთეატრ „ამირანში“ 6 ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერას უმასპინძლებენ. ექვსივე მათგანი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია, რომელთა გადაღებაში თიბისი ბანკმა ფინანსური მონაწილეობა მიიღო.

ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინო წარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი. კერძო სექტორის ამ ფორმით მონაწილეობა ფილმწარმოებაში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში კინემატოგრაფიის განვითარებას.

2014 წელს კინოცენტრის დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო ფონდი თიბისი ბანკმა 100 000 ლარით გაზარდა.

1 ივლისს მოწვეული საზოგადოება ნახავს შემდეგ ახალ ქართულ ფილმებს:

1. ტატო კოტეტიშვილისოგასავარა

მურატმა და მაშამ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, მიზნის სისრულეში მოყვანამდე მათ დაუჯერებელი, სევდიანი და სასაცილო ისტორიები ელოდებათ.

2. დათა ფირცხალავასმამა

ლადო და ნიკა ძმები არიან, რომლებთანაც ერთ ჩვეულებრივ დღეს დიდიხნის წინ გაუჩინარებული მამა მოდის. ძმებს მის მიმართ ცივი დამოკიდებულება აქვთ. ლადოს მამასთან ბევრი კითხვა უჩნდება, პასუხებს კი თავს გადახდენილი ისტორიის შემდეგ თავადვე პოულობს.

3. თამარ შავგულძისპირველი დღე

9 წლის გიორგის მშობლები უბედური შემთხვევის დროს იღუპებიან. ტყეში დამალობანას თამაშის დროს მარტო დარჩენილ, შეშინებულ გიორგის სახე უნათდება. იგი უცებხვდება, რომ მისი სახლი ერთ კონკრეტულ მისამართზე არარის , იგი მთელი სამყაროა, რაც ახალი ცხოვრების დაწყების შანსს იძლევა.

4. თორნიკე ბზიავასმექელეხე

მოხუცებულთა თავშესაფარში, უფასო სადილის მოლოდინით შეწუხებულ 70 წლის რეზოს სპეციალური ბლოკნოტი აქვს, სადაც გაზეთის ნეკროლოგებიდან ამოწერილი უცნობი, გარდაცვლილი ადამიანების მისამართები უწერია. მოტივი ერთია - ქელეხზე მოხვედრა და უფასო ჭამა. ერთ-ერთი ასეთი ქელეხის დროს რეზოს და მისი ყოფილი მოსწავლის, თორნიკეს გზები გადაიკვეთება, რომელსაც იგი 90-იანწლებში ქართულ ცეკვას ასწავლიდა.

5. ვახო ჯაჯანიძისგამოსვლა

თითქმის დაცარიელებულ პატარა ქალაქ ჭიათურაში დრო გაჩერდა. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლით დაღლილი ადამიანები ინერციით განაგრძობენ უაზრო არსებობას. ქალაქის განაპირას, პატარა სახლში ორი და ცხოვრობს - ტატიანა და ლილი. დებს შორის დაძაბულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ლილის ამ ჭაობიდან თავის დაღწევის და თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადასვლის შანსი უჩნდება.

6. გიორგი წილოსანის „მზადება“

ეს არის ერთი ოჯახის ისტორია რომელიც სოფელში ცხოვრობს. ოჯახი ოთხი წევრისაგან შედგება ბებია, მამა და ორი გოგონა. ერთ საღამოს ვახშმობისას მოხუცი შეუძლო დხდება. ექიმის დიაგნოზი ამძაფრებს დაძაბულობას. მალეო ჯახს სიკვდილის ფანტომი ესტუმრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100