სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასულიერო პირები შს მინისტრის მოადგილეს სისხლისღვრით დაემუქრნენ

თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტთან", სადაც პოლიციის კორდონია გაკეთებული, სასულიერო პირები მოლაპარკებას მართავდნენ შს მინისტრის მოადგილესთან.

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, მამა ელიზმარმა შს მინისტრს განუცხადა: "აქ არ გამართონ აქცია, თორემ დაიღვრება სისხლი და თუ ვინმეს დააპატიმრებთ, იმაზე უარესს მიიღებთ, რაც თავის დროზე სხვებმა მიიღეს. ჩვენი ერთი დასტვენაც საკმარისია, მთელი სამხედროები აქ მოვლენ".

გარდა ამისა, "თავისუფლების" მეტროს წინ სასულიერო პირები კონფრონტაციაში შევიდნენ სამართალდამცავებთან, რომლებსაც კორდონი აქვთ გაკეთებული. ისინი ძალის გამოყენებით და შეძახილებით - "პიდარასტებს იცავათ" - შეეცადნენ კორდონის გარღვევას და იმ ადგილისკენ გადაადგილებას, სადაც მოქალაქეთა ჯგუფი აპირებს აღნიშნოს ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100