სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 წლიანი დუმილის შემდეგ, ერინ ჰიტერტონმა ვიკტორია სეკრეტიდან წამოსვლის მიზეზი გაამხილა

ვიკტორია სეკრეტის დატოვებიდან სამი წლის შემდეგ, ყოფილმა ანგელოზმა ერინ ჰიტერტონმა წამოსვლის მიზეზი გაამხილა.

„VS-ში გამუდმებით მთხოვდნენ წონაში მოკლებას, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დიდი სტრესი აღმოჩნდა ჩემთვის. ფორმის შენარჩუნება ძალიან რთული იყო.

ბოლოს უკვე ჭკუიდან მშლიდა სხვა ქალების წინაშე სხეულის გამოჩენა და ისეთი სახის მიღება თითქოს ასეთი ფორმების მიღწევა ძალიან მარტივია და ეს მათაც შეუძლიათ, ამიტომაც წამოვედი

მაშინ მეგონა, რომ დავმარცხდი, მეგონა დავკარგე ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნდა და რაც შეიძლებოდა ოდესმე მქონოდა. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, ეს დამარცხება არ ყოფილა, პირიქით. ეს იყო საკუთარი თავის გამოღვიძება და იმ ხელოვნურად შექმნილი გოგოს ჩრდილიდან გამოსვლა, რომელიც ვიყავი. ახლა მე ნამდვილი ვარ და ეს გამარჯვებაა.“ - განაცხადა ვიკტორია სეკრეტის ყოფილმა ანგელოზმა, რომელმაც ცნობილი ბრენდი 2013 წელს დატოვა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100