სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რაღაცას მტენიან" - კაწროს პირველი კომენტარი

საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი ავთანდილ ბილანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გააკეთა. მისი განცხადებით, ის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან არანაირ კავშირში არ არის, აქვს ალიბიც და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს, რათა სიმართლე დადგინდეს.

ბილანიშვილის თქმით, მას გიორგი შაქარაშვილთან და მოძალადეებთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს.

„არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც დაზარალებულთან, არც მოძალადეებთან. საერთოდ არანაირი ნაცნობობა არ მაქვს, არაფერი აბსოლუტურად. არც შორეული ნაცნობობა მაკავშირებს, ვაფშე არ ვიცნობ.

შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორით შევიტყვე. გავიგე, რომ ბავშვი იყო დაკარგული, და მერე ტელევიზორში რომ გამოაცხადეს.

ჩემი ტელეფონი ამოიღეს, გააკეთებენ ყველაფერს და დადგინდება სად ვიყავი, კონტაქტი ვისთან მქონდა და ა.შ. ჩემი ტელეფონი საგამოძიებო ორგანოში დავტოვე.

პროკურატურამ საგამოძიებო ორგანოში იმიტომ დამიბარა, რომ გვარამიას თქმით, ვიდეოჩანაწერებში მე ვიყავი.

მივეცი ჩვენება სად ვიყავი და რას ვშვრებოდი მაგ დღეებში. ყველაფერი ამოღებულია და ყველამ იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. ალიბიც მაქვს და საერთოდ ზარიც კი არ მაქვს არცერთთან გაშვებული ან გამოშვებული. არანაირი კონტაქტი აბსოლუტურად არ მქონდა.

მქონდა უფლება ნამდვილად, რომ არ დამეტოვებინა, მაგრამ ნამდვილად მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა. ოჯახი მყავს, შვილი მყავს...

ძალიან მეწყინა ეს ამბავი, მითუმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან. ყველამ კარგად იცის რომ მე არაფერ შუაში არ ვარ“, - განაცხადა ბილანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100