სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ხელებში ერთი კაცი ჩამაკვდა, ელექტრიკი...წვიმაში ვსველდებოდით, ქარში შეშები ცვიოდა - ჩამონგრეული საამქროს მუშა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი უკვე ამოიყვანეს-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ვერტყვიჭალაში მომხდარზე ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა გზების დეპარტამენტმა.

რაც შეეხება მომხდარს. როგორც რკინის საამქროს თანამშრომლები "მთავარი არხის" ვებგვერდს ატყობინებენ, გარდაცვლილია ელექტრიკოსი. ნგრევა კი სავარაუდოდ დიდთოვლობამ გამოიწვია. ნაგებობამ თოვლის მასას ვეღარ გაუძლო და ჩამოიშალა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული და მათაც არასათანადო პირობებში უწევდათ მუშაობა:

"დღეს ხელებში ერთი კაცი ჩამაკვდა, ელექტრიკი... კონსტრუქცია რომელიც გათვლილი უნდა ყოფილიყო თოვლზეც, ქარზეც და ყველაფერზეც, 10 სანტიმეტრიან თოვლს ვერ გაუძლო და როგორც ფურცელი ისე დაინგრა.

წვიმაში ყველა ვსველდებოდით, ქარში კი შენობას შეშები ცვიოდა, უფროსები კი უსაფრთხოების მიუხედავად გვავალდებულებდნენ​ გვემუშავა. ბიჭებმა თითები მოიჭრეს იმის გამო რომ ქარმა ამწე წაიყვანა და ვე გააჩერეს. აბსოლუტურად ყველა დეტალი კუსტარულად არის გაკეთებული ელექტრობიდან მოყოლებული ნებისმიერი დაზგა" - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული ჩვენთან საუბრისას.

ცნობილია, რომ კონსტრუქცია ჩინური კომპანიას ეკუთვნის, რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული. მისგან დასაქმებულები რამდენიმე თვის წინ მოითხოვდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100