ვინ დაიწყო? - ანალიზი რუსი ბლოგერ-ანალიტიკოსების მიხედვით
მონაცემები შედარებულია 2008 წლის აგვისტოს ღია წყაროების მიხედვით. ისინი არ შეიცავს საიდუმლოს, არ არის თითიდან გამოწოვილი და მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოგონილი. რუსულ-ოსური ერთობლივი ქმედებების შესახებ მონაცემები აღებულია იმდროინდელი მედიასაშუალებებიდან, ქართული მხარის მოქმედებების შესახებ ცნობები კი - რუსული და ქართული მედიასაშუალებებიდან. დავამატებთ, რომ თუ ამ მონაცემებში მაინც არის გადაცდომა - მხოლოდ რუსული და ოსური მხარეების სასარგებლოდ...
კონფლიქტის ზონაში მხარეთა სამხედრო ხელმძღვანელობის ჩასვლა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008
საქართველო - 6 აგვისტო 2008
ძალოვნების უმაღლესი დონის თათბირი, სადაც მიიღეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008, 10:00
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 13:00
მობილიზაციის გამოცხადება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008
საქართველო - 9 აგვისტო 2008, 14:30
მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება კონფლიქტის ზონიდან:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 2 აგვისტო 2008
საქართველო - 7 აგვისტო 2008
დაქირავებული „ბოევიკების“ ჩასვლა ზონაში:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 3 აგვისტო 2008
საქართველო - მონაცემები არ არის
მხარეების მიერ მძიმე ტექნიკის განთავსება უშუალოდ სამხ. ოსეთის მიმდებარედ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 2006 წელი
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 21:00
მეთვალყურეთა მიერ დადასტურებული, მხარეების მიერ ზონაში აკრძალული მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 1-2 აგვისტო 2008
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:50
ზონაში სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის შენაერთების გამოჩენა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 4 აგვისტო 2008
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 21:00
რუსეთ-საქართველოსა და სამხ.ოსეთ საქართველოს საზღვრების გადაკვეთა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, რომელსაც მხარეები არ უარყოფენ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, 3:52
საქართველო - 8 აგვისტო, 2:00
სამხ. ოსეთის ტერიტორიაზე მხარეების შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი ყოფნა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 2008 წ. 4 აგვისტოდან
საქართველო - 7 აგვისტო, 2008, 21:00 სთ-დან
ომის დე-ფაქტო დაწყების შესახებ მხარეთა თავდაცვის მინისტრების ცნობა თავიანთი უმაღლესი მთავარსარდლებისთვის:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 1:00
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 14:00
მხარეთა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, არაუგვიანეს 13:30
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 14:00-14:30
ივლისის ბოლო გართულებების შემდეგ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის განხორციელება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - არ მომხდარა
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 17:10
ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება, მათ შორის, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ და მათ შორის, ტელევიზიით:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - არ მომხდარა
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 18:40-19:00 *
ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ მეორე მხარის პოზიციებისთვის საარტილერიო ცეცხლის გახსნა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, 20:40
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:50
შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანების გაცემა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვიტო 2008, 20:30
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:35
სამშვიდობო ძალების შენაერთებისთვის საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანების გაცემა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 00:30
საქართველო - არ მომხდარა **
სამშვიდობო ძალების მიერ საბრძოლო პოზიციების დაკავება:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 01:00
საქართველო - არ მომხდარა **
სამშვიდობო ძალების მიერ ცეცხლის გახსნა:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, არაუგვიანეს 06:20
საქართველო - არ მომხდარა **
მოწინააღმდეგე მხარის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლისთვის პირველი ჭრილობის მიყენება ცეცხლსასროლი იარაღით:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 5 აგვისტო 2008, 01:30
საქართველო - 8 აგვისტო 2008, დაახლ. 06:20
მოწინააღმდეგის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის სასიკვდილოდ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 7 აგვისტო 2008, 14:00
საქართველო - 8 აგვისტო 2008, დაახლ. 08:00
უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება, რომელსაც მხარეები აღიარებენ:
რუსეთი, სამხრეთ ოსეთი - 8 აგვისტო 2008, 15:00
საქართველო - 7 აგვისტო 2008, 23:30
იმ შენაერთების პირველი შეტაკება, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სამშვიდობო ძალებს:
8 აგვისტო, დაახლ. 7:00
შენიშვნები:
* ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე იგი ოფიციალურად გამოცხადდებოდა.
** 7 აგვისტოს 21.00 სთ-დან დაწყებული, ქართული სამშვიდობო ძალების პოსტების დაცხრილვათა სერიის შემდეგ, რის დროსაც კონტუზია მიიღო ქართული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, ქართული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში საქართველოს არმიის რეგულარულმა შენაერთებმა ჩაანაცვლეს.
კომენტარი