სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში 28 წლის მამაკაცი მოკლეს

განზრახ მკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა გუშინ ბათუმში. 19 წლის ახალგაზრდამ დანით სამი სასიკვდილო ჭრილობა 28 წლის მამაკაცს მიაყენა. სხეულის მრავლობითი და მძიმე დაზიანებით დაზარალებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.

უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს 5 საათზე, ლერმონტოვის ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზია - ”ნიკო ტრანსში” მოხდა. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, ახალგაზრდა მაღაზიაში ნაწილის შესაძენად მივიდა, თუმცა გამყიდველთან საუბარი შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და ჟარგონის ენით დაიწყო, რასაც შელაპარაკება მოყვა, საპასუხოდ კი დამნაშავემ ავტომანქანაში მჯდომ გამყიდველს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და გაიქცა.

მაღაზიის მეპატრონე ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო დროს გაუქურდეს რამდენჯერმე ავტომანქანა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცრუ სტატისტიკას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დანაშაული გახსნილია და მიმდინარეიობს დამნაშავის ძებნა. საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100