სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება თელავის ბაზარში

დაპირისპირება თელავის აგრარულ ბაზარში -მოვაჭრეებსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოვაჭრე ნოშრევან მამედოვის დაჯარიმებას მოჰყვა.

მოვაჭრის თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ის გაფრთხილების გარეშე 1000 ლარით დააჯარიმეს. თელავის ბაზრის მოვაჭრეებმა დაჯარიმების შემდეგ ბაზრის მიმდებარე მთავარი ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ მოვაჭრე სასაქონლო ზედნადების არარსებობისა და ვაჭრობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო დააჯარიმეს.

ნოშრევან მამედოვმა აღნიშნული თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ დამსჯელი ღონისძიებები გამკაცრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100