სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როდის იყვნენ ნორმალურები. ვფიქრობ, ისინი ახალ სიმაღლეებს იპყრობენ“ - მოქმედი მინისტრის მეუღლე საქართველოს მთავრობას საჯაროდ ლანძღავს

საქართველოს მთავრობის წევრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორებოს საკითებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ქმარი, არმინ ჰუთელოხერი ფეისბუკ სტატუსს აქვეყნებს.
პოსტში გერმანიის მოქალაქე აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელმაც 14 დღიანი კარანტინი შემოიღო გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული ადამიანების მიმართ და მისი თქმით, ამით იცავს ქვეყანას კიდევ ერთი დასავლური ვირუსისგან.

„მაშინ როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს შეცვალოს ერთი კოვზით ზიარების წესი ასობით და ათასობით მორწმუნესთვის, მე, როგორც 2 ხუთი წლის გოგონას მამა, რომლებიც დედასთან და ბებიასთან ერთად თბილისში არიან, ვერ შევხვდები მათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლამდე. ეს მაშინ, როდესაც მათი დედა და ბებია თავისი რწმენით ეკლესიაში დარბიან, რომ მიიღონ მადლი ღმერთთან განსაკუთრებით ახლოს მყოფი ეკლესიისგან.
კომენტარში მას ფეისბუკ მეგობარი კითხვას უსვამს საქართველოს მთავრობაზე: სულ მთლად ხომ არ გაგიჟდა საქართველოს მთავრობა?
მინისტრის მეუღლე მას ასე პასუხობს: „ახლა? როდის იყვნენ ნორმალურები. ვფიქრობ, ისინი ახალ სიმაღლეებს იპყრობენ.“
ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100