სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "რატომ ვიყავით ვარდების რევოლუციამდელი ბავშვები უფრო ჩამორჩენილები?"

საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან მიულოცა.
პრეზიდენტმა სკოლის განახლებული შენობა დაათვალიერა. სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიით საკლასო ოთახი კომპანია ”ჯეოსელმა” აღჭურვა. ოთხაში დამოტაჟებულია რამდენიმე კომპიუტერი, ასევე ვირტუალური ლაბორატორია, რომლის საშუალებითად მოსაწავლეებს შეეძლებათ საგნებს დააკვირდნენ მიროსკოპულ დონეზე.
”რომ ვნახე, ”ჯეოსელის” რეკლამა, აზრი დაგვებადა ყველას, რომ ეს 21-ე საუკუნეში და რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ყოფილიყო. მიხარია, რომ ~ჯეოსელმა~ ეს გააკეთა. მომავალ წელს სხვა სკოლებშიც იქნება ასეთი საკლასო ოთახები, 2015 წელს კი საქართველოში ყველა კლასი უნდა იყოს ასეთი”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა დღესვე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი დაათვალიერა და გაესაუბრა ინგლისურენოვან პედაგოგს.
”ასეთი კლასი მინახავს უნივერსიტეტებში, შარშან გააკეთეს აბუ-დაბიში. სკოლებში ასეთი კლასები ვიღაცისთვის არის წარმოუდგენელი ფუფუნება, თუმცა ამერიკისთვის, იაპონიისთვის, ჩვენთვის არის ყოველდღიური აუცილებლობა. რატომ ვიყავით ვარდების რევოლუციამდელი ბავშვები უფრო ჩამორჩენილები? იმიტომ, რომ არ გვქონდა კომპიუტერი”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100