სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლდანის ხაზის ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

დღეს დილიდან გლდანის ხაზის ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. უკვე ერთი საათია გლდანის ავტოპარკიდან არც ერთი მიკროავტობუსი არ გასულა. დილით მხოლოდ 35 მანქანა გავიდა ხაზზე.

მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გაუქმებას, ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას და დღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ. 

ერთ-ერთი ინფორმაციით, გლდანის ავტოპარკის ხელმძღვანელებმა მიკროავტობუსის რამდენიმე მძღოლს გასაღები წაართვეს და გაფიცვის შემთხვევაში სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ, თუმცა ამას ავტოპარკის ხელმძღვანელები არ ადასტურებენ. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100