სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"„ალო! „ქართული ოცნებიდან გაწუხებთ“ ანუ მიტინგზე მიწვევა ოლიგარქულად

„ალო! „ქართული ოცნებიდან“ გაწუხებთ. გმადლობთ, რომ მოდიხართ 27 მაისს ვაკის პარკში ჩვენს მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე და გმადლობთ იმისთვის, რომ მხარს გვიჭერთ“, - არავინ იცის, ვინ მოიგონა ამ გენიალური ტექსტით თბილისელებთან ბინის ტელეფონებზე დარეკვა და რა მოცულობის პრემია მიიღო ამ ახალი ხერხით აღფრთოვანებული მილიარდერისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ზარი გუშინ საღამოს და დღეს მრავალი თბილისელის ბინაში გაისმა.

როგორც იტყვიან, ვერაფერს დაამატებ: ტექსტში, რომლის წარმოთქმისთანავე მოსაუბრე ტელეფონს თიშავს, ტელეფონზე კი ნომრების სრულიად გაუგებარი ციფრების კომბინაცია რჩება (რომ მოგინდეს, ვერ გადარეკავ), მიპატიჟებაცაა, ინფორმაციაც იმაზე, სად რა ტარდება და პლუს - უზარ-მაზაააარი მადლობაც მხარდაჭერისთვის. მერე რა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ხართ. მთავარია, რომ „აქაცა რეკამს, ეგ დალოცვილი, ეგა!“

მოკლედ, ამ მეოცნებეებისას ძნელად თუ გაიგებ, ვისი ვიოლანჩელი ვის როიალშია: ჯერ იყო და, ხიდაშელმა სთქო - აქცია თავისუფლების მოედანზე ჩატარდება და რამდენიმე საათში დაიშლებაო, ძიძიგურმა დაამატა, პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით მერიაში გვქონდა შეხვედრები და ამ კუთხით ვითანამშრომლებთ კიდეცო, მილიარდერმა კი „როიტერთან“ ინტერვიუდან შემოგვაპარა - აქცია მშვიდობიანი იქნება, მსვლელობაც იქნება, მაგრამ „მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის“ მზად ვართო, ეს აქტივისტ-მეოცნებე ტელეფონისტი ქალები კიდე, იდუმალი ხმით პირდაპირ პარკში გვეპატიჟებიან. ნეტა, სინამდვილეში რა ხდება?"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100